TMG

საფასური, რეგისტრაცია და გადახდის პირობები

TMG 2016-ზე დარეგისტრირება შესაძლებელია ა.წ. 25 ოქტომბრის ჩათვლით.

TMG 2016-ში მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს დღგ-ს ჩათვლით თითო კომპანიიდან თითოეულ დელეგატზე.

აღნიშნული საფასური ითვალისწინებს შეხვედრებში სრულ, ორ დღიან მონაწილეობას: ღონისძიების პირველ დღეს, 26 ოქტომბერს, დელეგატი ესწრება შეხვედრებს, ყავით შესვენებას, სადილს და საღამოს წვეულებას. მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, დელეგატი სარგებლობს ტრანსპორტით თბილისი-მუხრანის მიმართულებით და ესწრება ქალაქგარეთ დაგეგმილ შეხვედრებს და ყველა გასართობ ღონისძიებას. 

ფასში შედის შეხვედრების დარბაზში განთავსებული საკონფერენციო მაგიდით სარგებლობა, რომელზედაც მოთავსდება მონაწილე კომპანიის ლოგო. საფასურში შედის სამკერდე ნიშნის (ბეჯის) დამზადება კომპანიის დასახელებით და დელეგატის სახელით. 

 

კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად, კომპანიის ლოგოს და ინფორმაციის დამატებით ადგილებში განსათავსებლად, გთავაზობთ TMG 2016-ის სასპონსორო პაკეტებს. 

 

რეგისტრაცია

წლევანდელ ღონისძიებაზე დარეგისტრირება შესაძლებელია: 

1) ვებ-საიტის საშუალებით - გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო გვერდი და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი.

2) წერილობით, ელ-ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მონაწილეობის მსურველის სახელი, გვარი, თანამდებობა, კომპანიის დასახლება შემდეგ მისამართზე: tmg@tmgeorgia.com. 

როგორც კი მივიღებთ განაცხადს მონაწილეობის შესახებ, თქვენ ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას და ღონისძიებაში მონაწილეობის ინვოისს. 

 

გადახდის პირობები

TMG 2016 -ში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია გადმორიცხვით ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"

ბანკის კოდი: 220101956

მიმღების დასახელება: ა/ა შპს "ვერიტას თრეველ ჯორჯია"

ანგარიშის ნომერი: GE63BS0000000035136697/GEL 

 

ანგარიშზე თანხის მიღების შემდეგ მონაწილეს გაეგზავნება დამადასტურებელი შეტყობინება ელ-ფოსტის საშუალებით. დელეგატის სახელი, გვარი და კომპანია დაფიქსირდება საიტზე განთავსებულ მონაწილეთა ჩამონათვალში.