TMG

სასპონსორო შემოთავაზება


TMG 2019 - სასპონსორო შემოთავაზება

 

2019 წლის ღონისძიების მსვლელობისას კომპანიებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ სხვადასხვა სასპონსორო შემოთავაზებით და ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით თუ სხვადასხვა მარკეტინული მიზნებით, წარადგინონ საკუთარი ბრენდი ფართო სატელეკომუნიკაციო საზოგადოების წინაშე. 

სასპონსორო უპირატესობები: არჩეული პაკეტის მიუხედავად, ყველა სპონსორის ლოგო განთავსდება: 1) თიემჯი 2019-ის ვებსაიტის თავფურცელზე, 2) თიემჯი 2019-ის ვებსაიტის სასპონსორო გვერდზე, 3) თიემჯი 2019-ის განრიგზე, მხარდაჭერილი ღონისძიების გასწვრივ (როგორც ელექტრონულ, ასევე დაბეჭდილ განრიგზე), 4) ღონისძიების დღეს სასტუმრო „რედისონში“ მოთავსებულ TMG 2019-ის მთავარ ბანერზე.

 

 

1. დელეგატის ბრენდირებული ბეჯი და ბეჯის საკიდი -  გაყიდულია

ღონისძიების ყველა მონაწილე 2 დღის განმავლობაში ატარებს ბეჯს. ბეჯი ორმხრივია, სპონსორის ლოგო დატანილია ბეჯის ორივე მხარეს და ბეჯის საკიდ თოკზე. აღნიშნული სასპონსორო პაკეტი კომპანიის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. 

 

2. ორმხრივი მაგიდები და ღონისძიების დაბეჭდილი განრიგი   -  1,500 ლარი

ღონისძიების მსვლელობისას დელეგატები შეხვედრებს B2B პრინციპით მართავენ. თითოეული კომპანიისთვის გამოყოფილია ერთი, 4-ადგილიანი მაგიდა, სადაც ისინი სხვა მონაწილეებს ხვდებიან. მაგიდაზე განთავსებულია კომპანიის დასახელება. სპონსორი კომპანიის სახელი და ლოგო გამოჩნდება ყველა მაგიდაზე. ლოგო ორგმინისაგან დამზადებულ, ორმხრივ სადგამში მოთავსდება. მაგიდაზე ასევე დაიდება TMG 2019-ის დაბეჭდილი, A4 ფორმატის განრიგი, რომლის უკანა მხარეს დაიბეჭდება სპონსორი კომპანიის ლოგო (სურვილისამებრ, მოკლე სარეკლამო ინფორმაცია).

 

3. ყავით დახვედრა და სადილით შესვენება  -  2,000 ლარი 

 

4. საღამოს წვეულების სპონსორობა - გაყიდულია 

 

5. ტრანსპორტირების სპონსორობა - 700 ლარი

სტუმრებს მოემსახურება ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს დელეგატების გადაადგილებას როგორც თბილისში, ასევე საგურამოში, თბილისი-საგურამოს მიმართულებით.  სპონსორის ლოგო განთავსდება ავტობუსში,  თვალსაჩინო ადგილას და შესაძლებელი იქნება კომპანიის სარეკლამო ფლაერების განთავსება ტრანსპორტში. აღნიშნული მომსახურების სპონსორობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დელეგატებისათვის თქვენი საქმიანობის გასაცნობად, რადგან მათ, მგზავრობისას, საკმარისი დრო ექნებათ ფლაერების საშუალებით თქვენ შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

6. TMG 2019 მეორე დღის - სოციალური ნაწილის სპონსორობა- 3,000 ლარიდან

ყოველწლიურად, TMG-ს დამკვიდრებული ფორმატიდან გამომდინარე, ღონისძიების მეორე დღე ქალაქგარეთ, „არაფორმალურ“ გარემოში ტარდება. შეხვედრების ჩატარების ადგილად, სტუმრებს, კახეთის ან მცხეთის რეგიონში მდებარე სასტუმრო კომპლექსებს ვთავაზობთ, სადაც მათ კომუნიკაციის საშუალება მშვიდ, სასიამოვნო გარემოში ეძლევათ. სტუმრებს შეხვედრების პარალელურად, ღვინის დეგუსტაციას, ტრადიციული კერძების დაგემოვნებას და სხვადასხვა გასართობ აქტივობებს ვთავაზობთ. დღის ბოლოს კი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოვლენა, საღამოს ვახშამი ტარდება. სპონსორ კომპანიას ვთავაზობთ როგორც მთელი დღის სპონსორობას, ასევე ცალკეული შემადგენელი ნაწილის (ღვინის დეგუსტაცია, „ქართული კუთხე“, ქართული ცეკვების შოუ, საღამოს ვახშამი) მხარდაჭერას. პაკეტების ღირებულება და სასპონსორო უპირატესობები განიხილება ინდივიდუალურად, კომპანიის მიერ შერჩეული ვარიანტების შესაბამისად.

 

სპონსორობის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით: tmg@tmgeorgia.com; +995599 221540